მე-20 საუკუნის ბოლოს კომპიუტერული ტექნიკის შექმნა-დახვეწა-გავრცელებამ და ინტერნეტის შექმნამ წარმოშვა ახალი-ვირტუალური სამყარო. ამ "სამყაროში" ყველა ორგანიზაციასა თუ დაწესებულებას აქვს საკუთარი გვერდი, სადაც დეტალურად არის აღწერილი თავისი საქმიანობა. გამონაკლისს არც მედია სივრცე წარმოადგენს, რომელმაც განსაკუთრებით კარგად აუღო ალღო "ახალ სამყაროს". დღესდღეობით მსოფლიოში ასიათასობით მედია გამოცემა თუ ტელევიზია არსებობს და მათ აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს საკუთარი ვებ-მისამართი ვირტუალურ სამყაროში. მესვეურები ცდილობენ, რომ საიტი იყოს რაც შეიძლება მეტად მოწესრიგებული, სასიამოვნო ინტერიერის მქონე და სტუმრისათვის ადვილად ორიენტირებადი. ამას ტყუილად როდი აკეთებენ, რაც უფრო კარგია საიტი, მით უფრო კომპეტენტური და კარგია ის დაწესებულება, რომელიც მას ფლობს, რამეთუ ბევრ ადამიანს პირველი შთაბეჭდილება სწორედ ვებ-საიტებიდან ექმნება, პირველ შთაბეჭდილებას კი, როგორც მოგეხსენებათ, დიდი მნიშვნელობა აქვს.
მოდით განვიხილოთ ქართული მედიასივრცის "ვირტუალური სამყარო" დაშევაფასოთ ისინი ამ კრიტერიუმით...
დავიწყოთ ყველაზე ძველი ქართული ტელე არხით-"საზოგადოებრივი მაუწყებლით". მისი მისამართი არის 1tv.ge. საიტის მთავარ გვერდზე არის დღის მთავარი მოვლენები. იქვე არის დღის პროგრამა, საძიებო სისტემა საიტზე არსებული ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციის მოსაპოვებლად, და რაც მთავარია განყოფილებები სადაც შეგვიძლია ვნახოთ ის გადაცემები, რომელიც გადის ტელეკომპანიის ეთერში და ის ვიდეოები, რომლებმაც საზოგადოების ინტერესი გამოიწვია. ვებ-გვერდზე აგრეთვე არის ფორუმი, სადაც მომხმარებელს შეუძლია ამა თუ იმ მოვლენაზე საკუთარი აზრის დაფიქსირება. http://1tv.ge/Default.aspx?LangID=1

რაც შეეხება სხვა არხებს, აქაც მსგავსი სიტუაციაა. ყველა მათგანი ცდილობს ჰქონდეს კაგი საიტი, სადაც სტუმარს შეეძლება ადვილად ორიენტირება. ამ მხრივ აღსანიშნავია "რუსთავი-2"-ის საიტი. იუზერს "live"-რეჟიმში შეუძლია ტელეკომპანიის ყურება კომპიუტერში. იქვე არის სარჩევი, სადაც თქვენთვის სასურველი გადაცემები დახარისხებულია შესაბამის განყოფილებებში და თქვენ საშუალება გაქვთ ამ გადაცემების წინა გამოშვებები ნახოთ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საიტს აქვს სტუმართა აღმრიცხველი გრაფა, რომლის მაჩვენებელიც 10 მლნ.ს გასცდა. ვებ-გვერდზე არის განთავსებული სხვადასხვა კომპანიის სარეკლამო გრაფები, რაც ჩემი აზრით ტვირთავს საიტის დიზაინს.http://rustavi2.ge/
No comments:
Post a Comment