Sunday, November 14, 2010
ილიაობა 2010
2010 წლის ნოემბრის დასაწყისში აღინიშნა უკვე ტრადიციად ქცეული სახალხო ზეიმი-"ილიაობა", რომელშიც მონაწილეობა უამრავმა ადამიანმა მიიღო. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა. ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მოხდა საზოგადო მოღვაწეების შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი შემოქმედება და ღვაწლი ქართველი ერის წინაშე. სადღესასწაულო ღონისძიებები რამოდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მთელი ქვეყნიდან ჩასულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს. თელავის თეატრის მსახიობებმა სცენაზე შეასრულეს ეპიზოდები ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებიდან, რამაც მაყურებლების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. გაიმართა გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილ იქნა რეწვის იშვიათი ნიმუშები. "ილიაობა 2010" გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწე და დიდი მწერალი-ილია ჭავჭავაძე დაიბადა 1837 წლის 8 ნოემბერს ყვარელში. მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართველი ერის ცნობიერების აღორძინება-განვითარებაში. ის აქტიურად იბრძოდა ბატონ-ყმობის წინააღმდეგ. 1907 წლის 12 სექტემბერს მოკლულ იქნა წიწამურთან. ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.
ილია ჭავჭავაძე
1837-1907
ილიაობა 2010
Subscribe to:
Post Comments (Atom)



No comments:
Post a Comment