Tuesday, November 30, 2010

ქართველ სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის ვებ-გვერდის პრეზენტაცია

 30 ნოემბერს ფონდ "ღია საზოგადოებაში" მოხდა ქართველ სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის საიტის http://miljournalists.ge/ პრეზენტაცია, რომელიც შეიქმნა ქართველი ჟურნალისტებისა და ფონდ "ღია საზოგადოების"  თანამშრომლობის შედეგად. ვებ-გვერდზე წარმოდგენილია ქართველ სამხედრო ჟურნალისტთა ანალიტიკური სტატიები, საქართველოსა და მსოფლიოში მიდინარე სამხედრო-პოლიტიკური მოვლენები და ა.შ. როგორც ასოციაციის ერთერთმა დამფუძნებელმა- გიორგი ცხვიტავამ განაცხადა, საქართველოში სამხედრო ჟურნალისტიკის სფერო  სუსტია, რამაც სერიოზული პრობლემები შექმნა 2008 წელს ცხინვალში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გაშუქებისას, რა დროსაც ჟურნალისტები ბევრ უხეშ შეცდომას უშვებნდნენ. ეს პირველ რიგში მათი  არაკომპეტენტურობით იყო გამოწვეული, აღნიშნული  ორგანიზაცია კი ამ საიტის მეშვეობით შეეცდება ამ პრობლების აღმოფხვრას.

Saturday, November 20, 2010

საოცარი ნათურა

  ბელგიურმა კომპანია " Crealev"-მა ახალი დიზაინის ნათურა წარმოადგინა. ერთი შეხედვით თითქოს საინტერესო და განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ თუ დააკვირდებით, მეტად უცნაურ დეტალს შეამჩნევთ-საგნის ნაწილი ჰაერშია. ტორშერის ზედა ნაწილი ჰაერშია და სრულებით უგულვებელყოფს ფიზიკის ყველა კანონსა და მიზიდულობის ძალას. და რაც მთავარი და ყველაზე საინტერესოა, ანათებს ნათურის ზედა ნაწილი, რომელიც ჰაერშია და არანაირ კვების წყაროსთან არ არის მიერთებული. მეცნიერები მხოლოდ მხრებს იჩეჩენ, "Crealev"-ის დირექცია კი ფირმის საიდუმლოს არ ამჟღავნებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ უცნაური გამოგონების ავტორი არის ქალბატონი-ანგელა იენსენი.
  რაც შეეხება "საოცარ ნათურას", მისი ფასი 300 ევროს აღწევს და დიდი მოთხოვნით სარგებლობს მყიდველთა შორის.

                                                                     

Sunday, November 14, 2010

ილიაობა 2010


  2010 წლის ნოემბრის დასაწყისში აღინიშნა უკვე ტრადიციად ქცეული სახალხო ზეიმი-"ილიაობა", რომელშიც მონაწილეობა უამრავმა ადამიანმა მიიღო. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა. ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მოხდა საზოგადო მოღვაწეების შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი შემოქმედება და ღვაწლი ქართველი ერის წინაშე. სადღესასწაულო ღონისძიებები რამოდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მთელი ქვეყნიდან ჩასულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს. თელავის თეატრის მსახიობებმა სცენაზე შეასრულეს ეპიზოდები ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებიდან, რამაც მაყურებლების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. გაიმართა გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილ იქნა რეწვის იშვიათი ნიმუშები. "ილიაობა 2010" გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
   გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწე და დიდი მწერალი-ილია ჭავჭავაძე დაიბადა 1837 წლის 8 ნოემბერს ყვარელში. მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართველი ერის ცნობიერების აღორძინება-განვითარებაში. ის აქტიურად იბრძოდა ბატონ-ყმობის წინააღმდეგ. 1907 წლის 12 სექტემბერს მოკლულ იქნა წიწამურთან. ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.