მოგესალმებათ "ვახოს ბლოგი" მე ვარ მისი შემქმნელი ვახო შამუგია. ვარ 18 წლის, ვსწავლობ თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ვეუფლები ჟურნალისტის პროფესიას. ვიცი, რომ ეს საკმაოდ შრომატევადი საქმიანობაა, მაგრამ არაუშავს... დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევ !
ნუ პირადად მე რაც შემეხება, ვარ ტიპიური მოზარდი თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. მაქვს ზედმეტსახელიც, სიმართლე გითხრათ რატომ არ ვიცი, მაგრამ შამუგიაშვილს მეძახიან. ყველაზე დიდ სიამოვნებას მეგობრებთან ერთად ყოფნა მანიჭებს. ხშირად დავდივართ ლაშქრობებზე, ექსკურსიებზე, ან უბრალოდ ვიკრიბებით ხოლმე სადმე... ის წუთები ყველაზე ბედნიერია ჩემს ცხოვრებაში. ისევე როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, მეც მაქვს ჩემი ჰობი, ეს არის ავტომოდელიზმი. მაქვს ათობით საკოლექციო ავტომობილი, რომელთაც შვილებივით ვუვლი...
ერთი სიტყვით, საინტერესო ჯერჯერობით ჩემს ცხოვრებაში არაფერი მომხდარა და თუ მოხდება ამის შესახებ აუცილებლად შეგატყობინებთ ;)
ეს კი ჩემი ევოლუციის ეტაპებია
გაგრძელება იქნება...